პერსონალური ინფორმაცია
ჰობი შოფი თავისი საქმიანობის დროს ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პირადი მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.
ჰობი შოფი ამუშავებს და იყენებს მომხმარებლის შესახებ ისეთ ინფორმაციას, რაც ხელს უწყობს მხარეებს შორის ეფექტური მომსახურების და კომუნიკაციის განვითარებას, მომსახურების გაუმჯობესებასა და გამარტივებას, ასეთი ინფორმაცია შესაძლოა იყოს:
- ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ჰობი შოფს მიეწოდება მომხმარებლის მიერ ინტერნეტ მაღაზიაში, ან სხვა საშუალებით.
- ავტომატურად მოწოდებული ინფორმაცია
- ჰობი შოფი ინახავს და იყენებს მომხმარებლის ინტერნეტ ბრაუზერის მიერ ავტომატურად მოწოდებულ ინფორმაციას, როგორიცაა ‘cookies’-ს.
- მობილურის შემთხვევაში - როდესაც მომხმარებელი იყენებს ჰობი შოფის მობილურ აპლიკაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჰობი შოფმა შეიძლება მიიღოს და გამოიყენოს ინფორმაცია მომხმარებლის ადგილმდებარეობისა და მოწყობილობის უნიკალური ნომრის (EMEI, MAC Address და სხვა) შესახებ.
- ელექტრონული ფოსტა;
- სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია - ჰობი შოპმა ასევე შეიძლება მიიღოს ინფორმაცია სხვა წყაროებიდან, და ეს ინფორმაცია დაემატება მომხმარებლის შესახებ ინფორმაციაში. მაგალითად, თუ მომხმარებელი გამოიყენებს Facebook-ით ავტორიზაციას, მაშინ ავტომატურად ხდება Facebook-ის მიერ ღიად მოწოდებული ინფორმაცის გადმოღება.
Cookies – ქუქი ფაილები
ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც, ჰობი შოფის ვებ-გვერდზე შემოსვლისას, შეინახება მომხმარებლის მოწყობილობაში - კომპიუტერში, პლანშეტში, მობილურ ტელეფონსა თუ სხვა ელექტრონულ მოწყობილობაში. ეს ფაილები არ წარმოადგენს საფრთხეს, ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ვებსაიტს, რომ დაიმახსოვროს მომხმარებელი და მოხდეს მიღებულ მონაცემთა ანალიტიკა იმისა, რაც უზრუნველყოფს საიტის უკეთესად მორგებას თქვენზე.
ჰობი შოფის ვებ-გვერდით სარგებლობისას, მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება ელექტრონულ მოწყობილობაზე ქუქი ფაილების მიღებას.
აუცილებელი მინიმალური ინფორმაციის გადაცემა მომსახურების მომწოდებელ მესამე პირზე
მომწოდებელ მესამე პირზე მისი საქმიანობის განხორციელებისათვის და მომხმარებლისათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით, "ჰობი შოფი" სარგებლობს სხვა კომპანიების საბანკო და საკურიერო სერვისებით. ამ შემთხვევაში, ჰობი შოფი, აუცილებელ პერსონალურ ინფორმაციას (პროდუქციის მიმღები პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, შეკვეთის ერთჯერადი კოდი, შეკვეთის თარიღი თუ სხვა) აწვდის მესამე პირს და/ან პირებს.
ჰობი შოფი იტოვებს უფლებას იმის შესახებ, რომ მომხმარებლის თაობაზე მის ხელთ არსებული ნებიმსმიერი ინფორმაცია გამოყენებულ იქნეს საქმიანობისა და მომსახურების განვითარების მიზნებისათვის.
ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე მომხმარებლის ნებართვით
ისეთი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით და კანონმდებლობით, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) წერილობითი თანხმობით.
მომხმარებლის პასუხისმგებლობა საკუთარი ინფორმაციის დაცვაზე
მომხმარებელი პასუხიმგებელა საკუთარი მოწყობილობიდან ან/და მომხმარებლის გვერდთან სხვა პიროვნებების წვდომაზე. მოწყობილობის ან/და მომხმარებლის გვერდის ყურადღების მიღმა დატოვების შემთხვევაში, რეკომენდებულია ყოველთვის გამოყენებულ იქნეს მოხმარებლის გვერდიდან გასვლის ფუნქცია. ჰობი შოფი არ არის პასუხისმგებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ მომხმარებლის გვერდის გამოყენების შედეგად დამდგარ ნებისმიერი ტიპის ზიანზე, თუ შედეგზე.